სამტრედია ექსპრესივით: ხუთიდან ხუთი

ეროვნულ ლიგა 2–ში 22–ე ტურიც დასრულდა.  ლიდერმა თბილისის მერანმა კვლავ მოიგო, ამჯერად ზუგდიდთან გასვლაზე 2:1. სამწუთიან მონაკვეთში ნიქაბაძისა და გოგოლაშვილის გოლები... 

ზუგდიდელები მსაჯ ბაკურ ნინუაზე გაბრაზდნენ და საფუძვლიანადაც: კლიმიაშვილის ჩაწოდების მერე შარიქაძეს თავის საჯარიმოში ხელზე მოხვდა ბურთი, პენალტი კი არ დაინიშნა. იმ დროს 0:0 იყო.     

 

მერანი რვაქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, ზუგდიდის მიზანი კი ფლეი–აუტში მოხვედრაა.

 

შუქურამ 1:0 სძლია ცხინვალს. ამირან აბუსელიძემ ახლოდან ქუსლით გაიტანა და მეტი გოლი არ გასულა. შუქურა თითქმის მთელი მეორე ტაიმი 10 კაცით იყო, მაგრამ ცხინვალს რეალური საგოლე მომენტი არც ჰქონია.

 

შევარდენმა იოლად მოუგო ფოთის კოლხეთს, რაც მოსალოდნელიც იყო. 5:1 – ის ერთადერთი გოლიც ბოლოსღა გაიტანეს ფოთელებმა. შევარდენი ისევ 6–ქულიანი ჰანდიკაპითაა მესამე პოზიციაზე.

 

ლანჩხუთის გურიამ 2:0 მოუგო გაგრას, რომელსაც ზაფხულის შესვენების მერე, 4 მატჩში ერთი გოლიც კი არ გაუტანია... გელა სანაიას გუნდმა მეორე ტაიმში გატეხა გაგრა.

 

და კიდევ, ტურის ცენტრალურ შეხვედრაში სამტრედიამ სტუმრად 2:1 აჯობა თელავს. კახა კაჭარავას გუნდი დამაჯერებელი იყო და მე–19 წუთისთვის უკვე ორი ბურთით იგებდა. თელაველებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ დასრულებისა რა გითხრათ... საერთოდ, სამტრედია უკეთესი გუნდია და ზედიზედ მეხუთედ იმარჯვა.   

 

ცხინვალი – შუქურა 0:1

 

გოლი: 0:1 აბუსელიძე (17)

გაძევება: ექვთიმიშვილი (54, შუქურა)

 

ზუგდიდი – მერანი 1:2

 

გოლები: 0:1 ნიქაბაძე (56), 0:2 გოგოლაშვილი (59), 1:2 ბერიშვილი (90+3)

 

გურია – გაგრა 2:0

 

გოლები:  1:0 შარაშენიძე (64 პენ), 2:0 ლომსაძე (82)

 

შევარდენი – კოლხეთი 5:1

 

გოლები: 1:0 ბაბუნაძე (32), 2:0 სკეპსკი (48), 3:0 კოზაკი (51), 4:0 ხუბაშვილი (55), 5:0 ხუბაშვილი (66), 5:1 ლ.მახარაძე (80)

 

თელავი – სამტრედია 1:2

 

გოლები: 0:1 სამუშია (12), 0:2 ყურბანოვი (19), 1:2 ძოწენიძე (90+5)

გაძევება: მარაქველიძე (77, თელავი), ჩაკვეტაძე (88, სამტრედია)

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.