ობამეიანგი მოლაპარაკებებში ჩაერთო 

გაბონელი თავდამსხმელი ახალ წინადადებას განიხილავს 

ლონდონის არსენალი პიერ-ემერიკ ობამეიანგთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. 


მეთოფეების ხელმძღვანელობა გაბონელ თავდამსხმელს ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებისთვის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად მიიჩნევს.

 

ამჟამინდელი კონტრაქტით 30 წლის ფორვარდი ლონდონურ კლუბში 2021 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს. 


თავის მხრივ, პრემიერლიგაში დარჩენით უკმაყოფილო არც ობამეიანგი იქნება, რომელიც კლუბთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. 

ობამეიანგი არსენალს შარშან ზამთარში შეუერთდა, მას მერე უნაი ემერის გუნდში 67 მატჩი ჩაატარა, 43 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა.