რუდიგერი 23-წლამდელებში?

ჩელსის მცველი ახალგაზრდული გუნდით იწყებს 

ინგლისური მედიის თანახმად, ანტონიო რუდიგერმა ტრავმის შემდეგ აღდგენითი პროცესი წარმატებით დაასრულა და მზადაა ლონდონის ჩელსისთან ერთად სრულფასოვნად ივარჯიშოს.


რუდიგერი მოედანზე 4 თვე არ გასულა, ამიტომ თავიდან 26 წლის ცენტრალური მცველი ჩელსის 23-წლამდელთა გუნდში, ლივერპულის წინააღმდეგ ითამაშებს. 


აპრილში რუდიგერმა მუხლის დაზიანება მიიღო და ოპერაცია დასჭირდა. 


ლონდონის ჩელსის მთავარ გუნდს პრემიერლიგაში ორი ტურის შემდეგ, ერთადერთი ქულა აქვს და შემდეგ მატჩს ნორვიჩთან სტუმრად ითამაშებს.