შიში თუ რიდი?

უნაი ემერი: ლივერპულთან თამაში არ გვინდა 

ინგლისის პრემიერლიგის მესამე ტურში ლონდონის არსენალი ლივერპულს ესტუმრება.

 

მეთოფეთა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ მატჩამდე თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან დაპირისპირება არ სურს. 


"სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ ლივერპულთან თამაში არ გვსურს. ჩვენი ნება რომ იყოს, მათ არასდროს შევხვდებოდით. ყველა ჩვენგანისთვის ეს დიდი გამოწვევა და კარგი გამოცდაა. კიდევ კარგი, რომ ლივერპულთან მატჩამდე მარაგში 6 ქულა გვაქვს.

 
ჩვენი ამოცანა ლივერპულთან, მანჩესტერ სიტისთან, ტოტენჰემთან და ჩელსისთან არსებული სხვაობის შემცირებაა. როცა რომელიმე მათგანს ვეთამაშებით, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ჩვენი მიზანია, რომ დავანახოთ მათ თუ რამდენად კარგად შეგვიძლია თამაში. შემდეგ უქმეებზე კარგი მატჩს უნდა ველოდოთ",-თქვა ესპანელმა სპეციალისტმა. 


არსენალი და ლივერპული ის ორად-ორი გუნდია, რომელმაც პრემიერლიგის საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი აიღეს. ისინი ერთმანეთს 24 აგვისტოს, ენფილდზე დაუპირისპირდებიან.