რონალდუ: ჩემი შვილი შოკში იყო, როცა ნახა სად ვცხოვრობდი...

"ჩემს შვილს დაჯერება გაუჭირდა, რომ იქ ვცხოვრობდი"

22 წლის წინ, 12 წლის რონალდუმ გადაწყვიტა თავის ოცნებას მიჰყოლოდა და ფეხბურთის სათამაშოდ  მადეირადან ლისაბონში წავიდა. პორტუგალიელი იქ მის საუკეთესო მეგობართან, მიგელ პაისოსთან ერთად ცხოვრობდა.

 

იუვენტუსის სუპერვარსკვლავმა ჩათვალა, რომ დროა, მისმა 9 წლის ვაჟმა იცოდეს რა პირობებში უწევდა არსებობა და მის ყოფილი საცხოვრებელი აჩვენა.

 

Credit: PA

 

„მის გამო ვღელავდი, რას იფიქრებდა როცა ნახავდა რა პირობებში ვცხოვრობდი.

 

როდესაც სახლთან მივედით, გაკვირვებული დავრჩი, რადგან იქ ისევ ის ხალხი დამხვდა, ვინც ჩემ დროს ცხოვრობდა.

 

როდესაც მე, პაისო და კრიშტიანიტო ჩემს ძველ ოთახში შევედით, ჩემმა შვილმა მკითხა: „მამა, შენ აქ ცხოვრობდი?“ - ამის დაჯერება უჭირდა.

 

Credit: PA

 

ფიქრობენ, რომ სამყაროში ყველაფრის მიღწევა ადვილია. ჰგონიათ, რომ ყველაფერი კალთაში თავისით ჩაუცვივდებათ. ვცდილობ ჩემს ვაჟს საპირისპირო დავუმტკიცო. ვეუბნები, რომ მხოლოდ ტალანტი საკმარისი არ არის, მას გულმოდგინე შრომა სჭირდება. შენს პროფესიას თავს თუ მიუძღვნი, ოცნებები რეალობად იქცევა“, - თქვა რონალდუმ




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.