პოლი პოლზე: თუ ასე ფიქრობს, იდიოტია

ინსმა ადრე რომელუ ლუკაკუც "შეამკო". მასაც საშუალო დონის ფეხბურთელი უწოდა

მანჩესტერ იუნაიტედის, ინტერისა და ინგლისის ნაკრების ყოფილმა საყრდენმა პოლ ინსმა პოლ პოგბა გააკრიტიკა. ინსმა ფრანგზე თქვა, საშუალო დონის ფეხბურთელიაო.

 

"პოგბა მსოფლიო კლასის ფეხბურთელად მიიჩნევა, მაგრამ იარლიყი სხვაა და თამაში - კიდევ სხვა. ის საშუალო ფეხბურთელია. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მინდორზე მხოლოდ უმნიშვნელო ფინტების გასაკეთებლად გამოდის, რასაც იუნაიტედი წაგებამდე მიჰყავს. თუ ფიქრობს, რომ უაზრო ფინტებით რამე სარგებელი მოაქვს, იდიოტია".    

 

ინსმა ადრე რომელუ ლუკაკუც "შეამკო". მასაც საშუალო დონის ფეხბურთელი უწოდა.   

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.