4 დღე მსოფლიო ჩემპიონატამდე: ლუკა მაისურაძე 

ახალგაზრდული -81 

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, 4 დღეში ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება. საქართველოს ათკაციან ნაკრებში ბაგრატ ნინიაშვილის შემდეგ, ყველაზე ახალგაზრდა ფალავანი ლუკა მაისურაძე იქნება. 21 წლის სპორტსმენი შარშან მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოდიოდა, სადაც მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 


ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი და ევროპის თასის გამარჯვებული დიდ ნაკრებში პირველ ნაბიჯებს დგამს და წელს მედლების მოპოვებაც შეძლო - მაისურამემ ანტალიის გრან პრი მოიგო და ეკატერინბურგში დიდი სლემის მესამეადგილოსანი გახდა. 


თავის წონაში ლუკა მაისურაძე საქართველოს მოქმედი ჩემპიონია, მას იგივე წარმატებისთვის 21-წლამდელთა ჩემპიონატშიც მიუღწევია. 


ლუკა მაისურაძე ბოლოს ბელარუსიის დედაქალაქში გამოდიოდა. მინსკში ჩატარებულ ევროპულ თამაშებზე, ბრინჯაოს მედლამდე მისასვლელ გზაზე, მან ფრანგი ალფა ომარ ჯალო, პორტუგალიის სახელით გამომსვლელი ანრი ეგუთიძე, ბრიტანელი სტიუატ მაკუოტი და იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

 


ევროპის ჩემპიონატი: 1 ბრინჯაო 

 

მასტერსი/დიდი სლემი/დიდი პრიზი: 1 ოქრო, 1 ბრინჯაო

 

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი: 1 ბრინჯაო

 

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: 1 ოქრო, 1 ვერცხლი

 

ევროპის ახალგაზრდული თასი: 1 ოქრო, 1 ვერცხლი

 

ევროპის თასი კადეტებში: 1 ბრინჯაო

 

საქართველოს ჩემპიონატი: 1 ოქრო

საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი: 1 ოქრო, 1 ბრინჯაო