მადრიდელების სუპერ წინადადება პსჟ-მ განიხილა

ბეილი,  ხამესი, ნავასი და 100 მილიონი ევრო

რეალმა პსჟ-ს კიდევ ერთი წინადადებით მიმართა. მადრიდელები მზად არიან ნეიმარში 100 მილიონი ევრო და სამი ფეხბურთელი: ნავასი, ბეილი და ხამეს როდრიგესი დათმოს, თუმცა, Marca-ს ინფორმაციით, პარიზელებმა ეს წინადადება უარყვეს. პსჟ-ს მფლობელები კაზემიროს, ვინისისუსის ან კროოსის კანდიდატურებით ინტერესდებიან, რომლებიც ზიდანის ფორმაციის რეალში ხელშეუხებელნი არიან.

 

შესაძლოა, ამ წინადადების უარყოფის შემდეგ, მოლაპარაკებები ჩიხშიც შევიდეს.