ოფიციალურად: კუბო იჯარით გადავიდა

კუბო ლა ლიგაში დარჩა

ბლიჩერ რეპორტის ინფორმაციით, იაპონელი ტალანტი კუბო, რომელიც ამ ზაფხულს რეალმა იყიდა, მალიორკაში იჯარის წესით ითამაშებს. ეს ინფორმაცია მოულოდნელი არ არის, რადგან ფეხბურთელი მომავლის პერსპექტივით დაიმატეს და ძირითად შემადგენლობას არავინ შეჰპირებია. ახლა ყველაფერი იაპონელზეა დამოკიდებული, თუ ლა ლიგაში თავის გამოჩენას მოახერხებს, მადრიდში მას ხელგაშლილები დაელოდებიან.