აშშ-ს ღია პირველობაზე ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია 

ქართველი ჩოგბურთელი უხერხულ მეტოქეს შეხვდება 

აშშ-ს ღია პირველობის წილისყრა დასრულდა. დიდი სლემის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია. 


ქართველი ჩოგბურთელი უკვე უხერხულ მეტოქედ ქცეულ უნგრელ მარტინ ფუქსოვიჩს დაუპირისპირდება. 


მსოფლიო რეიტინგის მე-17 ნომერი 27 წლის სპორტსმენს მიმდინარე წელს უკვე 4-ჯერ შეხვდა და სამჯერ დამარცხდა. მთლიანობაში ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა უინგრელის სასარგებლოდაა - 5:2. 


პირველი წრის შეხვედრა 26 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული. 

 

ამერიკის ღია პირველობაზე საუკეთესო შედეგი ბასილაშვილს შარშან ჰქონდა, როცა მეოთხე რაუნდში გავიდა და რაფაელ ნადალთან დამარცხდა.