ლარსონი წავიდა: ეს აუტანელი იყო

შვედური ფეხბურთის ლეგენდა ჰენრიკ ლარსონი მშობლიური ჰელსინბორგის მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. მიზეზი: ვერ აიტანა ის შეურაცხყოფები, რაც მის მიმართ ისმოდა ტრიბუნებიდან.

 ლარსონს მაინცდამაინც არც პრესა აქებდა.    

 

ლარსონმა მხოლოდ ორი თვე იმუშავა ჰელსინბორგში. გუნდმა 9 მატჩი ჩაატარა და აქედან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, ხოლო 5 წააგო. ბოლო თამაში ქართველებვისთვისაც საინტერესო იყო: ლარსონის გუნდმა შინ 1:2 წააგო გიორგი ხარაიშვილის გიოტებორგთან, ჩვენიანი კი მოედანზე ერთ–ერთი საუკეთესო იყო, საგოლე პასიც გააკეთა.

 

„ლარსონმა თავად გადაწყვიტა წასვლა. მან ვერ აიტანა ამდენი დამცირება და შეურაცხყოფა“ – წერს ჰელსინბორგის საიტი.       

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.