დუაიტ ჰოვარდი ლეიკერსში დაბრუნდა

ჰოვარდი ლეიკერსს 10-11 ქულას, 7-8 მოხსნას და ეპიზოდურად, დომინანტურ დაცვას მისცემს. 

ლეიკერსმა ძველი ბიჭი დაიბრუნა. გუნდმა დალეწილი დემარკუს კაზენსის ადგილზე ვეტერანი ცენტრი დუაიტ ჰოვარდი დაიკონტრაქტა.

დიდი ბიჭი, რომელიც გაუგებრობით მემფისში აღმოჩნდა, კარიერას კალათბურთის პანთეონში გააგრძელებს. მემფისმა გამოისყიდა მისი კონტრაქტი და დუაიტი ლებრონთან გაუშვეს.

ჰოვარდს ჯერ შუძლია კალათბურთის თამაში. შარშანდელი რეგულარული არ ითვლება. ვაშინგტონში დუაიტმა ეგრევე ტრავმა მიიღო, გამოტოვა თითქმის მთელი სეზონი და დაისვენა. მანამდე, ჰოვარდი შარლოტს ეხმარებოდა და რეგულარულის 81 ტესტში საშუალოდ 16.6 ქულა, 12.5 მოხსნა აკრიფა, იყო პროდუქტიული, მონდომებული, მშვიდი.

ლეიკერსში დუაიტმა სამწამიანიდან ნაგავი უნდა გაიტანოს. მას ამაში ლებრონი და ენტონი დევისი დაეხმარებიან. დასუფთავების სამსახურში ღონიერი ბიჭები დასაქმდნენ.

ჰოვარდი ლეიკერსს 10-11 ქულას, 7-8 მოხსნას და ეპიზოდურად, დომინანტურ დაცვას მისცემს. ის ვერ გააჩერებს ჯოელ ემბიდს ან - ნიკოლა იოკიჩს, ის ვერ სდევს ნიკოლა ვუჩევიჩს და დაიკარგება ალ ჰორფორდთან, მაგრამ პროცესში, ის აუცილებლად გამოადგება ლეიკერსს.

და გუნდმა ეს იცის.

ლებრონმა კიდევ ერთი სათამაშო მიიღო.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.