38 კმ/სთ მსოფლიო რეკორდია?

ბრაზილიურ ფლამენგოს ჰყავს 28 წლის ფორვარდი ბრუნო ენრიკე, რომელმაც შესაძლოა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა: კოპა ლიბერტადორესის მეოთხედფინალში ინტერნასიონალთან 2:0 მოგებულ შეხვედრაში, ერთ–ერთ ეპიზოდში ბრუნო ენრიკემ 38 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

ზოგიერთი წყაროს ცნობით, ეს რეკორდია და ბრაზილიელმა გარეთ ბეილს (36,9 კმ/სთ) აჯობა. თუმცა სხვა სტატისტიკური საიტები წერენ, რომ ფრანგი კილიან მბაპე უსწრაფესია და 39 კმ/სთ–ით ჩაიქროლა.  

 

ისე, ფლამენგო–ინტერნასიონალის შეხვედრაში ორივე გოლი სწორედ ბრუნო ენრიკემ გაიტანა. მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრა 29 აგვისტოს გაიმართება.