მარიამ ბოლქვაძე! - მიყოლებით სამი გამარჯვება!

ქართველი ჩოგბურთელის ბრწყინვალე ასპარეზობა ამერიკაში

ამერიკის ღია პირველობის მესამე ეტაპზე, მარიამ ბოლქვაძემ, დაძაბულ ბრძოლაში, 2 საათსა და 15 წუთში ჩინელი შილინ ქსუს 2:1 (6:4; 2:6; 6;4) დაამარცხა.

 

ეს 21 წლის ჩოგბურთელის კარიერაში დიდი წარმატება და პირველი შემთხვევაა, როდესაც სლემის ძირითად ბადეში გავიდა.

 

ქართველმა პირველ ეტაპზე ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი, შემდეგ კი სამხრეთკორეელი ნა-ლავ ჰანი დაამარცხა.

 

ვის შეხვდება ბოლქვაძე პირველ რაუნდში, ჯერჯერობით უცნობია.