კლოპი: ობამეიანგს ერთადერთი სუსტი წერტილი აქვს 

ყოფილი მწვრთნელი და შეგირდი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან 

ინგლისის პრემიერლიგის მესამე ტურის ცენტრალური დაპირისპირება ენფილდზე შედგება, სადაც ლივერპული არსენალს უმასპინძლებს. 


ერთმანეთს ყოფილი მწვრთნელი და შეგირდი: იურგენ კლოპი და პიერ-ემერიკ ობამეინაგი დაუპირისპირდებიან. 


მატჩის წინ, გერმანელმა სპეციალისტმა გაბონელი თავდამსხმელის შესახებ ისაუბრა და იხუმრა, რომ დორტმუნდის ბორუსიას ყოფილ ფორვარდს ჩაცმის სტილის გარდა მინუსი არ აქვს. 


"4 წელია პიერ-ემერიკთან არ მისაუბრია. მას ყველა კარგად იცნობს და გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ობემაინაგს ჩაცმულობის სტილის გარდა სისუსტე არ აქვს. 


წინა შეხვედრებში ვეცადეთ, რომ ობამეიანგისთვის პერსონალური დაცვა მიგვეჩინა, მაგრამ როცა მას ეთამაშები, მისი სისწრაფის გათვალისწინებით 100%-ით დაზღვეული არასდროს ხარ. 


სენტ-ეტიენში ის ვინგერად თამაშობდა, ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ კი ჩვენ გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელი გვჭირდება, თავიდან ფლანგზე თამაში დაიწყო, მერე კი მივხვდი, რომ მას ცენტრ-ფორვარდად უნდა ეთამაშა",-თქვა მერსისაიდული კლუბის თავკაცმა. 


ობამეიანგი გოლების მანქანად სწორედ კლოპის ხელში თამაშისას ჩამოყალიბდა.

 
ლივერპული-არსენალის მატჩი 24 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.