რამოსმა რჩეული მწვრთნელები დაასახელა

მოურინიოსთვის ადგილი არ მოიძებნა 

სერხიო რამოსმა ერთერთ ესპანურ გამოცემას ინტერვიუ მისცა. რეალის მცველმა მის კარიერაში გამორჩეული მწვრთნელები დაასახელა. ბლანკოსის კაპიტანმა 4 სპეციალისტის გვარი თქვა და საინტერესოა, რომ სიაში ჟოზე მოურინიო არაა.

 

„კარიერისას ბევრ ძლიერ სპეციალისტთან მიმუშავია, რაც ძალიან მახარებს. გამოვარჩევ ხოაკინ კაპაროსს, რომლის თავკაცობის დროსაც სევილიას მაისურით ლა ლიგაში დებიუტი მქონდა. ეს არასდროს დამავიწყდება. აღსანიშნავია, ლუის არაგონესი, რომლის დროსაც ნაკრებში პირველი მატჩი ჩავატარე და სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოვიგეთ ევროპის ჩემპიონატი.ასევე სათქმელია კარლო ანჩელოტი და ზინედინ ზიდანი, მათთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში არაერთი დაუვიწყარი მომენტი გავატარე,“ - თქვა ესპანელმა.

 

გამოცდილმა მცველმა კარიერა სევილიაში დაიწყო. 2005 წლის ზაფხულში იგი რეალში გადავიდა და გუნდის ლეგენდა გახდა. რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, სერხიოს ანგარიშზე ფურიო როხას მაისურით 165 მატჩი და 20 გოლია. შეგახსენებთ, რომ რამოსი ევროპის ორგზის და მსოფლიო ჩემპიონია.