ტორპედომ წაგებათა სერია გორში შეწყვიტა

ჩხეტიანის გუნდმა ხასიათი გამოიკეთა

ეროვნული ლიგის 25-ე ტურში გორის დილამ ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა და 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ქუთათურებს ზედიზედ 5 მატჩი ჰქონდათ წაგებული.

 

ანგარიში მე-13 წუთზე დილამ გახსნა. მარჯვენა ფლანგიდან ალეფ სანტოსის ჩაწოდების შემდეგ, ლევან ნონიკაშვილმა მოხდენილი დარტყმით ბურთი კვასხვაძის კარში გადაგზავნა.

 

25-ე წუთზე მსგავსი გოლი გავიდა, ოღონდ საპირისპირო მხარეს. ჩუკურას ჩაწოდებას თემურ ჩოგაძე გამოეხმაურა და ახალგაზრდა შემტევმა ერთი შეხებით გორელთა კარი აიღო.

 

პირველი ტაიმისთვის დამატებული დრო მიდიოდა, როცა ჩხეტიანის გუნდი წინ გავიდა. კუთხურის შემდეგ გორელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რითიც ჩუკურამ ისარგებლა და საგოლე გადაცემას გოლი დაუმატა.

 

მეორე ტაიმი დილამ აქტიურად დაიწყო, რამაც შედეგი გამოიღო. 57-ე წუთზე ლევან ქურდაძემ გიორგი კუციას შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა, მეათე ნომერი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ძლიერი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

 

დილა 27 ქულით მერვე ადგილზეა, ტორპედომ კი 35 ქულას მოუყარა თავი და მეხუთე პოზიციაზეა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.