ბარსელონა მზადაა ნეიმარისთვის ფეხბურთელი დათმოს

ბლაუგრანამ ნეიმარის დასაბრუნებლად ახალი გეგმა შეიმუშავა

ბარსელონა კვლავ ნეიმარის შეძენაზე მუშაობს. AS-ის ინფორმაციით, ბლაუგრანამ ბრაზილიელის გადასაბირებლად ახალი გეგმა შეიმუშავა. საქმე იმაშია, რომ ესპანელები მზად არიან ფულთან ერთად პსჟ-ს უსმან დემბელეც დაუთმოს.

 

რაც შეეხება დემბელეს პოზიციას, მე-11 ნომერს ბარსას დატოვება არ სურს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონმა დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვარა და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამვკიდრებლად იბრძვის.

 

ამ ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო თემა სწორედ ნეიმარს უკავშირდება. ცნობილია, რომ ესპანურ გრანდში დაბრუნება თავად ფეხბურთელსაც სურს და იმ შემთხვევაში თუ დემბელე გუნდში დარჩება, ბარსელონა მის შეძენას მაინც შეეცდება, ოღონდ ამჯერად შედარებით დიდი თანხის სანაცვლოდ.