სილვამ სიტიში დაამრგვალა

ესპანელი ნახევარმცველის ბრწყინვალე მაჩვენებელი

პრემიერლიგის მესამე ტურში მანჩესტერ სიტი ბორნმუთს ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. სერხიო აგუერომ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი რაჰიმ სტერლინგის ანგარიშზეა, მასპინძელთა მხრიდან კი თავი ჰარი ვილსონმა გამოიჩინა.

 

ეს შეხვედრა განსაკუთრებული იყო დავიდ სილვასთვის. სიტის ლიდერმა ქალაქელთა რიგებში მეოთხაზე მატჩი ჩაატარა. ესპანელი ნახევარმცველი სიტიში 2010 წლის ზაფხულში ვალენსიადან გადავიდა. ამ დრომდე მან გუნდთან ერთად პრემიერლიგა (4), ლიგის თასი (2) და ქომუნითი შილდი (4) მოიგო.

 

წინა სეზონში სილვამ 50 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ 21-ე ნომერი მაისში სიტის დატოვებს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.