სიურპრიზი: საბურთალომ ვიტ ჯორჯია ვერ გატეხა

საქართველოს ჩემპიონმა საბურთალომ აუტსაიდერ ვიტ ჯორჯიას ვერ მოუგო - 0:0.

მიუხედავად დიდი უპირატესობისა და საგოლე მომენტებისა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი გოლს ვერ ეღირსა. საბურთალოელებს აკლდათ ალთუნაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი, ჩაბრაძე და კოხრეიძე, თუმცა ვიტელების გარჯას ეს არ აკნინებს: იბრძოლეს, მომენტებში სწორი და გამართული ფეხბურთი ითამაშეს.

 

გუნდში მრავლად არიან ახალგაზრდები, რომლებიც ეროვნულ ლიგაში პირველად თამაშობენ. ზოგიერთი სულაც მეოთხე ლიგიდან და რეგიონული ლიგიდან დააწინაურეს, მაგრამ ფაქტია, წინა ტურში ლოკომოტივთან თამშეს ფრედ (1:1), ახლა კი საბურთალოსთანაც არ წააგეს. 

 

გამოვარჩევდით მეკარე ლევან ისერგიშვილს, რომელმაც რთული ბურთები მოიგერია. საუკეთესო სწორედ ის გახლდათ. ერთი მომენტი ვიტ ჯორჯიასაც ჰქონდა, როცა ზურაბ მუსელიანმა თითქმის პირისპირ გასვლისას ააცილა.

 

საბურთალო მესამე ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება ბათუმის დინამოს, ხოლო 4-ით თბილისის დინამოს. ეგაა, საბურთალოელებს 23 მატჩი აქვთ ჩატარებული, როცა თბილისის დინამოს 24 აქვს, ხოლო ბათუმელებს - 25. მოკლედ, პოტენციური ლიდერი ჩისკოს გუნდია...

 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.