პატარა ლებრონი

ოქტომბერში ბრონი 15 წლის გახდება. საუკეთესო ვარიანტში, ის დრაფტზე 2023-ში დადგება. იმ მომენტში ლებრონი უკვე 39 წლის იქნება.

გილბერტ არენასი ძალიან კარგი მოთამაშე იყო. რომელიც ვაშინგტონში საშუალოდ, თითქმის 30 ქულას აგროვებდა. რომელიც პირად სტატისტიკაზე იყო შეყვარებული და რომელსაც გასახდელში ჯონ რემბოს არსენალი ჰქონდა. არენასს პირად კარადაში ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა შენახული.

დღეს, არენასი დამსახურებული ვეტერანია და სხვა იარაღზე საუბრობს.

ლებრონ ჯეიმსზე.

არენასმა ლებრონის შვილთან, 14 წლის ბრონისთან ერთად ივარჯიშა.

გილბერტ არენასი: „მას მამიკოს სტატისტიკის გაუმჯობესება შეუძლია. ის უფრო მოძრავია და უკვე დღეს აქვს ლებრონზე კარგი, სტაბილური სროლა. ის არარეალურად ძლიერია. და ხანდახან, უბრალოდ, მოწყენილია იმის გამო, რომ თავის ასაკში ყველას მაგრად უგებს. იმედი მაქვს, ჩემი პროგნოზი გამართლდება. ლიგა კიდევ ერთ არარეალურ ჯეიმსს მიიღებს.“

ოქტომბერში ბრონი 15 წლის გახდება. საუკეთესო ვარიანტში, ის დრაფტზე 2023-ში დადგება. იმ მომენტში ლებრონი უკვე 39 წლის იქნება.

ლებრონს სამი შვილი ჰყავს. ბრონი, მაქსიმუს ჯეიმსი (12 წლის) და გოგონა, ჟური ჯეიმსი (4 წლის.

ველოდებით ბრონის.

მანამდე, მამიკო გაგვართობს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.