ნინუას საჯარიმო პენალტივით (+Video)

ეროვნულ ჩემპიონატში წლის ყველაზე პროგრესირებადი ფეხბურთელის პრიზი რომ იყოს, ალბათ, ნიკა ნინუა უალტერნატივო იქნებოდა.

თბილისის დინამოს ნახევარმცველმა მორიგი საჯარიმო გაიტანა, თან საჯარიმოებსაც ხომ გააჩნია: შორიდან, უხერხული პოზიციებიდან.

 

აი, რუსთავთან ახლო კუთხეში ცხრიანში დაარტყა და მეკარეს შანსი არ ჰქონია. ბოლო თვენახევარში უკვე 4 გოლი გაიტანა საჯარიმოთი. ერთი ანდორის ენდორგანთან, ორი ლოკომოტივთან და აი, ბოლო რუსთავთან. ოთხივე კარგი იყო, მაგრამ ბოლო ყველას სჯობდა.

 

ისე, ნინუა 1999 წელს გახლავთ დაბადებული, ბავშვობიდან გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად მოდიოდა, ერთ გუნდში იყვნენ და თავის ასაკში ერთ–ერთი გამორჩეულიც გახლდათ. ჰქონდა ჩავარდნა, მაგრამ წლეულს აშკარად მოუმატა. იმედია, პროგრესს გააგრძელებს.  

 

      




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.