პსჟ-ში ტრავმების ეპიდემიაა

ცნობილია თუ რამდენი ხანი გაუცდება ფრანგთა ლიდერს

ნეიმარს ტრავმა ბოლომდე ჯერ არ მოუშუშებია, პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დაუშავდა. ტუხელის გუნდმა ტულუზა 4:0 დაამარცხა და აღნიშნულ შეხვედრაში მბაპემ ტრავმა მიიღო. ახალგაზრდა ვარსკვლავი მეორე ტაიმში დაშავდა და მოედანი იძულებით დატოვა.

 

მატჩის შემდეგ კილიანს გამოკვლევა ჩაუტარეს. როგორც აღმოჩნდა მე-7 ნომერს ბარძაყის ტრავმა აქვს და დახლოებით ერთი თვე გაუცდება. შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ტრავმირებულთა სიაში ედინსონ კავანიცაა.

 

მბაპე პსჟ-ში ორი წლის წინ მონაკოდან გადავიდა. იგი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია. ცნობილია, რომ მბაპეს 2020 წლისთვის პსჟ-ს დატოვება აქვს გადაწყვეტილი.