მაკგრეგორი და მეივეზერი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან 

ამერიკელი და ირლანდიელი იაპონიაში შეეჯიბრებიან 

 

კონორ მაკგრეგორსა და ფლოიდ მეივეზერს შორის შესაძლოა კიდევ ერთი დაპირისპირება შედგეს, თუმცა რინგის და ოქტაგონის მიღმა. 


კრივში მსოფლიოს ორგზის და UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონები ერთმანეთს იაპონურ სატელევიზიო გადაცემა "სუპერვარსკვლავებში" დაუპირისპირდებიან. ამერიკულ პრესაში დაიწერა, რომ იაპონიაში, ახალი წლის ღამის ეთერში, ლეგენდარული სპორტსმენები ერთმანეთს სხვადასხვა სახალისო თამაშებში შეეჯიბრებიან. 


ამერიკელმა და ირლანდიელმა სპორტსმენებმა ზუსტად 2 წლის წინ იჩხუბეს, მაშინ მეივეზერმა კარიერაში 50-ე ორთაბრძოლა 10 რაუნდში მოიგო.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.