თელავის ფორვარდმა პოკერი გაშალა

ეროვნული ლიგა 2–ის ტური თელავის მოსალოდნელი მოგებით დასრულდა. კახეთის გუნდმა ფოთში 5:2 აჯობა კოლხეთს. შეხვედრაში პირველი და ბოლო გოლი ფოთელებმა გაიტანეს, მაგრამ ხუთჯერ გაუშვეს. 

ოთხი გოლი მიითვალა 22 წლის  შემტევმა ირაკლი რუხაძემ. ეს ფეხბურთელი აქამდეც გამოირჩეოდა ამ ლიგაში, თელავში კი აშკარად საუკეთესო გახლდათ.  

 

სხვათა შორის, რუხაძემ მეხუთე გოლშიც დიდი წვლილი დაიდო. დაარტყა, მეკარემ მოიგერია და მერე მცველ ბერაიასგან შევარდა ბურთი კარში.

 

თელავი მეოთხეზეა და სამი ქულით ჩამორჩება შევარდენს. კოლხეთს კი ცუდად აქვს საქმე: მაქსიმუმ გადათამაშებაში მოხვდეს. თუმცა ესეც დიდად საეჭვოა.

 

კოლხეთი – თელავი 2:5

 

გოლები: 1:0 შალიკაშვილი (11), 1:1 რუხაძე (34), 1:2 ბერაია (43 ავტოგოლი), 1:3 რუხაძე (50), 1:4 რუხაძე (68), 1:5 რუხაძე (72), 2:5 გიორბელიძე (90+1)

 

65–ე წუთზე გოროზიამ (კოლხეთი) ვერ გამოიყენა პენალტი

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.