ხარაიშვილმა კალმარს გაუტანა (ვიდეო)

ქართველი შემტევის მორიგი გოლი შვედეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

შვედეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში, გიორგი ხარაიშვილის გიოტებორგმა კალმარს უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გოლი სწორედ ჩვენებურის ანგარიშზეა. ხარაიშვილმა თავი 61-ე წუთზე გამოიჩინა და ანგარიში 3:0 გახადა.

 

სათქმელია, რომ 23 წლის ნახევარმცველი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. ამ სეზონში მის ანგარიშზე 20 მატჩი და 4 გოლია. რაც შეეხება გიოტებორგს, ჩვენებურის გუნდი 38 ქულით მეექვსე ადგილზეა.  

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.