ჩინეთის 12 რონინი

დღეს, და 2012 წლიდან, ჭი ჩინეთის ლიგის ვარსკვლავია. ბევრი ორმაგი დუბლით, მარტივი დომინაციით და დამსახურებული ინდივიდუალური აღიარებით. 

მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში. წინათქმა

A ჯგუფი: ჩინეთი, კოტ დ’ივუარი, პოლონეთი, ვენესუელა.

ფავორიტები: ჩინეთი, პოლონეთი.

ჯოკერი:ჭი ქსიანლიანი.

 

ალბათ, ტურნირის ყველაზე სუსტი და შეიძლება, თანაბარი ჯგუფი. პოლონეთი ოპტიმალური შემადგენლობით ჩინეთსაც გადაუჯოკრავდა, მაგრამ მარჩინ გორტატის და მაჩეი ლამპეს გარეშე ეს გუნდი აგებს სამწამიანში.

ოთხივე ნაკრების შემადგენლობის ჩამოთვლა მხოლოდ რამდენიმე გვარს გაგვახსენებს. პოლონელებს შედარებით, უკეთ ვიცნობთ, მაგრამ მთავარი ვარსკვლავი ჰყავს ჩინეთს. 2010 წლის რეგულარულში ჭი ქსიანლიანი NBA-ს რეგულარულში საშუალოდ, 12.0 ქულას და 7.2 მოხსნას აგროვებდა. მისაღები სტატისტიკა ნებისმიერი არაამერიკელისთვის, რომელიც ლიგაში ადგილის დამკვიდრებას ცდილობს. ჩინელი გიგანტი, რომელსაც ყველა დონეზე იაო მინი უნდა შეეცვალა, იმ მომენტში ნიუ ჯერსის წევრი იყო.

ფორვარდ-ცენტრი, რომელსაც შეეძლო ამერიკაში მეტის მიღება. ერთადერთი პრობლემა - ტრავმები. არასრული ხუთი სეზონის განმავლობაში ჭიმ 12 მიკროტრავმა მიიღო. ბიჭმა გამოტოვა ბევრი შეხვედრა და ბოლო სეზონში, დალასში უკვე ღრმა სათადარიგო იყო. რომელიც თამაშობდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველაფერი რჩებოდა.

დღეს, და 2012 წლიდან, ჭი ჩინეთის ლიგის ვარსკვლავია. ბევრი ორმაგი დუბლით, მარტივი დომინაციით და დამსახურებული ინდივიდუალური აღიარებით. ის, უბრალოდ, მთელ ლიგაზე უკეთესია. და ის, უბრალოდ, მოწყენილი თამაშობს. ამერიკაში დაბრუნება არ გამოდის და ჩინეთში ბრძოლა მირაჟია.

მასთან ერთად ჩინეთს საკმაოდ საინტერესო ბიჭები ჰყავს. ჟუ ქი სამწამიანს დაიცავს და ჩინელების საუკეთესო მომხსნელი უნდა გახდეს. ვან ჟელინი ამ კედელს გაამაგრებს და უკანა ხაზში ჩინეთი გუო აილუნის კოორდინაციაზე, მის ხასიათზე, სროლის სიზუსტეზე იქნება დამოკიდებული. ჩინეთი 12 რონინით დაიწყებს.

ჯგუფიდან გამსვლელ თამაშში პოლონეთი ვენესუელას გატესტავს. საინტერესო იქნება.