ვიდალი ფრანგულ რადარზე

ბარსელონას საყრდენი მალე შესაძლოა ლიგა 1-ში ვიხილოთ

არტურო ვიდალმა შესაძლოა ბარსელონა დატოვოს. ბოლო ინფორმაციით, ჩილელს მარსელი იწვევს. ლიგა 1-ის ბინადრებმა პირველ 2 ტურში მხოლოდ 1 ქულა აიღეს და სიტუაციის გამოსასწორებლად შემადგენლობის გაძლიერება გადაწყვიტეს.

 

რაც შეეხება ბარსელონას პოზიციას, ბლაუგრანას ხელმძღვანელები ვიდალის გაშვებას არ აპირებენ. ისიც სათქმელია, რომ სამხრეთ ამერიკელის გადაბირება ერთერთ იტალიურ გუნდსაც აქვს მოწადინებული.

 

ვიდალი ბარსელონაში შარშან ზაფხულს ბაიერნიდან გადავიდა. 32 წლის საყრდენმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი მალევე მოიპოვა და ფანების სიმპატიებიც დაიმსახურა. წინა სეზონში არტურომ 53 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.