ვაისის სია: 27 კაცში ორი დებიუტანტია

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უახლოესი ორი მატჩისთვის 27 ფეხბურთელი გამოიძახა.

5 სექტემბერს საქართველო სტამბოლში ამხანაგურად ეთამაშება სამხრეთ კორეას, ხოლო 8–ში თბილისის დინამო არენაზე დანიას უმასპინძლებს. დანიასთან უკვე შესარჩევის შეხვედრა იქნება...

 

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია სეტუბალი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო);

 

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი), გურამ კაშია (სან ხოსე), საბა კვირკველია (ლოკომოტივი), დავით ხოჭოლავა (შახტარი), გია გრიგალავა (არსენალი ტულა), ჯაბა დვალი (ფერენცვაროში), ჯიმი ტაბიძე (უფა), ლევან ხარაბაძე (ციურიხი);

 

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი), ვაკო გვილია (ლეგია), ბუბა დაუშვილი (ანორთოსისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა), საბა ლობჟანიძე (რანდერსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი), ლევან შენგელია (დინამო თბილისი):

 

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე);    

 

როგორც ხედავთ, გარკვეული ცვლილებებია. ეროვნულ გუნდში პირველად გამოიძახეს 18 წლის შემტევი დავითაშვილი, რომელიც რუსულ პრემიერლიგაში კარგად თამაშობს. ასევე პირველი გამოძახებაა შენგელიასთვის, რომელიც ეროვნულ ლიგაში გამორჩეულია, მძლავრი ცაცია აქვს და თბილისის დინამოს ლიდერი გახლავთ.

 

ორწლიანი შესვენების მერე კვლავ ნაკრებშია დაუშვილი.  

 

ამ დროისთვის ცნობილია კიდევ 12 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.

 

ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი (ორივე დინამო ბათუმი), ნიკოლოზ მალი (საბურთალო), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ლაშა პარუნაშვილი ( ესბიერგი, დანია), ნიკა ნინუა (დინამო თბილისი), ლუკა ზარანდია (ზულტ-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (რუბინი, ყაზანი, რუსეთი)