სანჩესი თითქმის გადაწყვეტილია

კლუბებმა მოილაპარაკეს

ლუკაკუს შემდეგ, ინტერი კიდევ ერთი ფორვარდის, ალექსის სანჩესის დამატებასთან ძალიან ახლოსაა. La Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმება უკვე შედგა, რომლის მიხედვითაც, ნერაძური ჩილელ ფეხბურთელს თავდაპირველად იჯარის წესით აიყვანს, შემდეგ წელს კი გამოისყიდის. 30 წლის თავდამსხმელმა იტალიურ გუნდთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ახალ გამოწვევებს მოუთბენლად ელოდება.