ოლიმპიური ჩემპიონი უმედლოდ დარჩა 

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე დამარცხდა

 

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის უმედლოდ ჩაივლის.

 

-73 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშიანი კიმონოთი დღეს ტატამზე ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გავიდა. 27 წლის სპორტსმენმა ავსტრალიელი კალვინ კნოსტერი და არაბი ვიქტორ სკვოროტოვი დაამარცხა, მესამე რაუნდში კი მასპინძელთა ფალავან, მსოფლიოს ორგზის, ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ შოჰეი ონოსთან დამარცხდა. ქართველი ძიუდოისტი ვერც რეპეშაჟში გადაერთო, საიდანაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი ექნებოდა.

 

აღსანიშნავია, რომ შავდათუაშვილის მომგები ონო ფინალშია და იქ აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვს დაუპირისპირდება.

 

ხვალ ტატამი 81 კგ-მდე წონითი კატეგორიის წარმომადგენლებს დაეთმობათ, სადაც საქართველოს ახალგაზრდა ლუკა მაისურაძე წარმოადგენს. მის გარდა, იჭიდავებს შამილ ბორჩაშვილიც, რომელიც ავსტრიის სახელით გამოდის.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.