ვესტ ბრომი, ევერტონი მანჩესტერი და ინტერი - ლუკაკუს საინტერესო შედეგი

ბელგიელმა იტალიაში გოლით დაიწყო

იტალიის ჩემპიონატი ინტერმა გამარჯვებით დაიწყო. პირველ ტურში, სან სიროზე, ნერაძურიმ სერია A-ში დაბრუნებულ ლეჩეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. 

 

მატჩის მე-60 წუთზე, მასპინძელთა უპირატესობა სამამდე რომელუ ლუკაკუმ გაზარდა. ბელგიელმა თავდამსხმელმა იტალიური კლუბის მაისურით სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა. 

 

საინტერესოა, რომ 26 წლის ფეხბურთელმა პირველ მატჩში გოლის გატანა ბოლო 4 გუნდის შემადგენლობაში (ვესტ ბრომი, ევერტონი, მანჩესტერ იუნაიტედი და ინტერი) მოახერხა.