ისევ მსაჯი, იიისევ მსაჯიიი

ფეხბურთი ბევრს დაკარგავს. ის ამეირკული ფეხბურთივით ნაწყვეტა გახდება 

პრემიერლიგისა და ვიდეომსაჯის რთული ურთიერთობა გრძელდება. ამბები მეორე ტურშიც იყო და სჯა-ბაასი მესამეს შემდეგაც გრძელდება. საქმე გოლებში აღარაა, დეტალები დაპატარავდა და დაწვრილმანდა. ვიდეომსაჯი ხომ ყველა ეპიზოდს აფასებს, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ ვითარებაში ერევა მინდვრის მსაჯის საქმეში, მენეჯერების გულის წუხილს კი, უკვე მათი უმოქმედობაც იწვევს. 

 

მანჩესტერ იუნაიტედის მიერ შინ პალასთან წაგებული თამაშის შემდეგ, ვიდეომსაჯის მხურვალე მხარდამჭერი, იუნაიტედის მენეჯრი თავს ნაღალატევად თვლიდა: ვიდეომსაჯი მინდვრის მსაჯის ხელში ტოვებს გარდამტეხ მომენტებს, ერთი პენალტი ნამდვილად გვეკუთვნოდა და ვიდეორეფერი კი გატრუნული იყოო: მარსიალი საჯარიმოში წაგვიქციეს და ვიდეომსაჯმა გაატარა, ვიგანელმა მსაჯმა პოლ ტირნიმ კი ახალგაზრდა ფეხბურთელს დენი ჯეიმსს ყვითელი ბარათიდაუძრო, გარი კაჰილი არ შეგხებიაო.

 

სოლსკიაერს სჯერა, რომ პენალტიც იყო, ჯარიმაც, ვიდეომსაჯმა კი ეპიზოდები მოქმედების ღირსად არ ჩათვალა.

 

საქმე ეგ კი არ არის, რომ ბიჭმა ყვითელი მიიღო, ყვითელი

 

ვის არ მიუღიაო, თქვა ნორვეგიელმა, არამედ ისაა, რომ ეს ზედიზედ მეორე თამაშში მიიღო და ორივეჯერ სიმულაციისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯეიმსს მყვინთავის სახელი დაუმკვიდრდება, რასაც საერთოდ არ იმსახურებს, რადგან პატიოსანი მოთამაშეა, ეგ არის, რომ ძალიან სწრაფია და ამიტომ გამოდის, რომ მისი წაქცევები შეიძლება სიმულაციასაც ჰგავდეს, ჰოდა,აბა, ვიდეომსაჯი რა ჯანდაბად გვინდა, თუ ასეთი მომენტებიც არ ჩათვალა შეფასების ღირსადო. მსაჯი ტირნი თამაშის ჩანაწერს, რომ ნახავს, მიხვდება, რომ ყვითელი არუნდა მიეცა და ჯარიმა აქეთ დაედოო. 

 

ვითარების საკვირველობა იმაშია, რომ სოლსკიაერი მართალია. დიდია, თუ პატარაა, შეცდომა - შეცოდმაა და მინდვრის მსაჯები მხოლოდ პენალტების და თამაშგარების დროს არ ცდებიან. პრემიერლიგის ვიდეომსაჯობის ერთი სირთულე ისაა, რომ მინდვრის მსაჯს კი შეუძლია მინდვრისპირა ეკრანზე სადაო. მომენტის ვიდეოს ნახვა, მაგრამ მისთვის რეკომენდირებულია უპირველესად ვიდეომსაჯის ეკრანებთან მჯდომი ხალხის მიერ ყურში ნაჩურჩულებს დაემორჩილონ. ეტყვიან, არ იყო პენალტიო და არ იყო, მორჩა. ყველაფერი ეკრანზე  განიმარტება.

 

ეს გამაჭვირვალეა, მაგრამ აგე, ხომ ხედავთ, მთავარ მსაჯს უკვე მინდვრის მსაჯად მოვიხსენიებ. ძალაუნებურად, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს, თანდათან მეტად და მეტად გამოხატავს მისი უფლებების შეუმჩნევლად შეზღუდვას.  მეორეს მხრივ, ფეხბურთში უამრავი სადავო ეპიზოდია, ყველა ამათგანის ვიდეომსაჯით რკვევა ფეხბურთს მოსპობს. ნამდვილად მოსპობს.უფრო სწორად, სხვა თამაშად აქცევს. ფეხბურთი ბევრს დაკარგავს. ის ამეირკული ფეხბურთივით ნაწყვეტა გახდება. იქ ისედაც ნაწყვეტაა, დიდხანსაა ბურთი თამაშის გარეშე და არც სუფთა დრო აქვს.

 

ახლა კიდევ,  გავიტანე, მაიკა შემოვიხიე და  არ ითვლება.სწორად არ ითვლება, მაგრამ რობოტი ხო არ ვარ? ამას რომ ყველა მესამე ჯარიმაზე გადაწყვეტილების ეკრნაზე კითხვა, ცოტა არ იყოს და სხვა თამაშს გავს.

 

როი ჰოჯსონმა თქვა, მესმის ეს ვიდეომსაჯიო, აუცილებელი რამეა თითქოსო, მაგრამ რაღაც განცდა გამოაცალა ფეხბურთს, ის განცდა ჩემნაირ და ალექს ფერგიუსონისნაირ ვინმეებს რომ აქვთ ამ თამაშის მიმართო.

 

რაღა დროს ან ერთია, ანდა თვით მეორეცო, იტყვიან. არ იქნება სწორი, ფეხბურთის წინაშე.