სერბეთი კალათბურთია

იტალია არ იცვლება. რამდენიმე ვარსკვლავი (მარკო ბელინელი, დანილო გალინარი) და დანარჩენები, რომლებიც რესპექტაბელურ დონეზე დარჩენას შეეცდებიან. 

მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში. წინათქმა

D ჯგუფი: სერბეთი, იტალია, ფილიპინები, ანგოლა.  

ფავორიტები: სერბეთი, იტალია.

ჯოკერი: ნიკოლა იოკიჩი.

 

საინტერესო ჯგუფი გამოკვეთილი ფავორიტით, ძალიან კარგი იტალიით, აფრიკელი ვეტერანებით და ფილიპინელი ბავშვებით. სერბეთი FIBA-ს რეიტინგის სათავეშია. და ამას აქვს მიზეზი. ამ ნაკრებმა გადახსნა ყველა, ვისაც ტურნირის დაწყებამდე ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდა. სერბეთმა ორჯერ აწყენინა ლიტვას, სერბეთმა ორჯერ აუწია ყური იტალიას, სერბეთისგან მოხვდა ძალიან ძლიერ თურქეთს და დადგა საბერძნეთიც, სადაც უკვე იყო იანისი. სერბეთი ამერიკასთან ერთად, ჩემპიონობის მთავარი ფავორიტია.

სერბეთს ჰყავს ორი ძალიან კარგი, თანაბარი ძალის ხუთეული. სერბეთი ჩემპიონატს (ამერიკის შემდეგ) ყველაზე ღრმა შემადგენლობით დაიწყებს და სერბეთში ტურნირის საუკეთესო ცენტრი დგას. ნიკოლა იოკიჩი. რომელსაც აკლდა აგრესია რიოს ოლიმპიადაზე (მოკრძალებული 9.1 ქულა, 6.0 მოხსნა, 2.4 პასი) და რომელიც გაიზარდა, გაიშალა, უკეთესი გახდა. იოკიჩი აირჩიეს NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილედ და იოკიჩი სეზონის ბოლოს პირველ ხუთეულში მოხვდა. იოკიჩი ძალიან კარგია და თუ შეინარჩუნებს მოტივაციას, სერბეთს ბოლომდე გასვლის არაჩვეულებრივი შანსი ექნება. სერბეთი სიღრმეა. სერბეთი გამოცდილებაა. სერბეთი კლასია. სერბეთი კალათბურთია.

იტალია არ იცვლება. რამდენიმე ვარსკვლავი (მარკო ბელინელი, დანილო გალინარი) და დანარჩენები, რომლებიც რესპექტაბელურ დონეზე დარჩენას შეეცდებიან. იტალია შეასკდება სერბეთს, გაძლებს მეოთხედნახევარს და შემდეგ, დაიშლება. და იტალია მოსაგებს სხვებთან მოიგებს. ჯგუფიდან გასვლა არ განიხილება. იტალიას მეორე ეტაპზე ხმაურიც მაგრად უნდა. გუნდი დაცვის გარეშე. გუნდი ვარსკვლავებით და მიაქციეთ ყურადღება ამედეო დელა ვალეს. ამბობენ, რომ ბიჭს კარგი ტურნირი უნდა ჰქონდეს.

ანგოლას აქვს გამოცდილება. ანგოლა ერთხელ (2006) ათ საუკეთესოში მოხვდა და ძალიან გაუჭირდება იგივე შედეგზე გასვლა. ანგოლას ჰყავს მოხუცი ედუარდო მინგასი (40), რომლის დებიუტი 2002-ში, ინდიანაპოლისში შედგა. დღეს, მინგასი ყველაზე ავტორიტეტული ანგოლელი კალათბურთელია. მას უსმენენ. მას ენდობიან. მასთან ერთად წააგებენ.  

ფილიპინები ანდრაი ბლატჩი და მარ ფაჯარდოა. გვიყვარს, პატივს ვცემთ და ველოდებით იოკიჩს. უნდა წამოიღოს.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.