რაკიტიჩი იტალიაშიც სურთ

ხორვატ შუახაზელს იტალიური გრანდი იწვევს

ივან რაკიტიჩს სერია ა-ში ეპატიჟებიან. ხორვატის დამატება იუვენტუსს სურს. ბიანკონერის მესვეურებს მისი ემრე ჩანში გაცვლა სურდათ, თუმცა ბარსელონასგან უარი მიიღეს. ბოლო ინფორმაციით, იტალიური გრანდი 31 წლის ფეხბურთელის იჯარით დამატებას შეეცდება.

 

აღსანიშნავია, რომ ბარსას ხელმძღვანელები მისი გაშვების წინააღმდეგნი არ არიან. ისიც სათქმელია, რომ ნახევარდაცვაში დიდი კონკურენციაა და დიდი ალბათობით, მას წინა სეზონთან შედარებით ნაკლები სათამაშო დრო ექნება. გეტყვით იმასაც, რომ ივანით პსჟ-ც ინტერესდება.

 

31 წლის ფეხბურთელი ბარსელონაში 2014 წლის ზაფხულში სევილიადან გადავიდა. ბლაუგრანასთან ერთად მან ლა ლიგა (4), ესპანეთის თასი (4), ესპანეთის სუპერთასი (2), ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. წინა სეზონში ფეხბურთელმა 54 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.