დოლიძის UFC-ში დებიუტი გადაიდო - სპორტსმენმა დოპინგ-ტესტი ვერ გაიარა 

წარმოშობით ქართველი მებრძოლი ორგანიზაციამ დასაჯა  

 

რომან დოლიძის UFC-ში დებიუტი გადაიდო. წარმოშობით ქართველ მებრძოლს, რომელიც უკრაინის სახელით გამოდის, შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში პირველი შეხვედრა უნდა გაემართა, თუმცა ორგანიზაციისგან დისკვალიფიკაცია მიიღო.


ცნობილი გახდა, რომ დოლიძემ ერთწლიანი დისკვალიფიკაცია დოპინგ-შემოწმების ვერ გავლის გამო მიიღო. მას M1, M2 და M3-ს სახის დანამატები აღმოუჩინეს. 


31 წლის სპორტსმენს MMA-ში დებიუტი 2016 წელს ჰქონდა და მას შემდეგ ექვსივე ბრძოლა მოუგო. 

შესაძლოა დოლიძეს გასაჩივრების შემთხვევაში ვადები შეუმცირონ და ოქტაგონზე დაბრუნება 2020 წლის 12 მარტს შეძლოს.