ექიმი: ხამესის პრობლემა მენტალიტეტშია

კრუზი: "ხამესს  კონცენტრაციის უნარი არ აქვს"

ჰექტორ ფაბიო კრუზი კოლუმბიის ნაკრების ექიმია. რა თქმა უნდა, მას ფეხბურთელებთან ხშირი ურთიერთობა აქვს და თითოეულის ფიზიკური თუ ემოციური მდგომარეობა იცის. მისი თქმით, ხამეს როდრიგესის მთავარი პრობლემა არა რაიმე დაზიანება, არამედ მენტალიტეტია

 

ხამესს კონცენტრაციის უნარი არ აქვს. იმის ნაცვლად, რომ მომავალი სეზონისთვის მოემზადოს, წარბების გასწორებასა და თმის შეჭრას მეტ დროს უთმობს. რეალი თავისთავად თვლის, რომ მისი ფეხბურთელი პროფესიონალი უნდა იყოს, მაგრამ ამ ბიჭის თავი ცუდადაა ორგანიზებული“, - თქვა კრუზმა.