ბარსელონას ფეხბურთელებმა პოკერში ნახევარ მილიონამდე მოიგეს 

ვიდალი და პიკე სამორინეში გაერთნენ 

 

ბეტისის დამარცხების შემდეგ (5:2), ბარსელონას ფეხბურთელებმა უქმე დღეები კაზინოში გართობას დაუთმეს. 

 

ჟერარდ პიკემ და არტურო ვიდალმა ბარსელონას ერთ-ერთ პრესტიჟულ სამორინეში ყოველდღიურ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა და შინ მსუყე მოგებითაც დაბრუნდნენ.


ესპანელმა მცველმა 352 950 ევრო მოიგო, ჩილელმა ნახევარმცველმა კი ჯიბეში 134 460 ევრო ჩაიდო. 

ლა ლიგის მეორე ტურის მატჩში პიკემ 90 წუთი ითამაშა, ვიდალმა კი 16 და გოლის გატანაც მოახერხა.