მესი რისკს ერიდება

არგენტინელი ლაზარეთში რჩება 

ლეო მესი ტრავმირებულია და შესაბამისად ბარსელონას ვერ ეხმარება. ცნობილი იყო, რომ არგენტინელი მესამე ტურის მატჩში ოსასუნასთან უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა როგორც ჩანს ასე არ მოხდება. ბოლო ინფორმაციით, მეათე ნომერი გარისკვას არ აპირებს და მანამდე მოიცდის, სანამ ბოლომდე არ გამოჯანმრთელდება. შეგახსენებთ, რომ ლეოს გარდა ლუის სუარესიც ლაზარეთშია.

 

რაც შეეხება ბარსელონას, ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში გუნდი ბილბაოსთან 0:1 დამარცხდა, რის შემდეგაც ბეტისს 5:2 მოუგო. ამ მომენტისთვის ბლაუგრანას 3 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა.