ჯოკოვიჩი: სამ ადამიანს შევხვდებოდი 

სერბი ჩოგბურთელი ცრვენა ზვეზდას გამარჯვებამ გაახარა 

 

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა საყვარელი საფეხბურთო გუნდის ცრვენა ზვეზდას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრით ემოციები ვერ დამალა და ის სამი ადამიანი დაასახელა, რომელსაც საჩოგბურთო კორტზე დაუპირისპირდებოდა. 


"როცა გუნდის ნამდვილი ქომაგი ხარ, შეუძლებელია ნეიტრალური დამოკიდებულება შეინარჩუნო. არის მომენტები, როცა მინდა ფეხბურთს მშვიდად ვუყურო, მაგრამ ეს არ გამომდის, ძალიან ემოციური ვარ, ვხტები, ვუყვირივარ და დავრბივარ.


სამი ადამიანი, რომელსაც დავუპირისპირდებოდი, არიან: მაიკლ ჯორდანი, ჯიმ ქერი და კიანუ რივზი. მსახიობების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი მაქვს, რადგან ისინი ძალიან მისტიურები არიან, ჩემგან განსხვავებით. მათი განცხადებები, ქცევა და ცხოვრების წესი მაფიქრებინებს, რომ ცხოვრების მიმართ მათ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, ამიტომ მინდა შევხვდე, ჩოგბურთი ვეთამაშო და გავესაუბრო",-თქვა სერბმა სპორტსმენმა.