ლიტვა და 10 კომანდო

ლიტვამ აქცენტი გამოცდილებაზე გააკეთა. შემადგენლობა ექსპერიმენტების გარეშე. შემადგენლობა ორი ვარსკვლავით (საბონისი, ვალანჩუნასი) და 10 მშრომელი პერსონაჟით. 

ლიტვაში კალათბურთი ცხოვრების წესია. მამაკაცები დილას სამქულიანით იწყებენ და ქალბატონებიც რამდენიმე ლიფსოს შემდეგ დგებიან სარკესთან. პატარებიც კალათბურთის ფარში იძინებენ და საბონისის თოჯინებით თამაშობენ.

ლიტვამ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. ჩამოვყაროთ.

არნას ბუტკევიჩუსი, როკას გიდრაიტისი, მარიუს გრიგონისი, პაულიუს იანკუნასი, მანტას კალნიეტისი, ლუკას ლეკავიჩუსი, იონას მაჩულისი, მინდაუგას კუზმინსკასი, რეინალდას სეიბუტისი, ედგარას ულანოვასი, დომანტას საბონისი, იონას ვალანჩუნასი.

ლიტვამ აქცენტი გამოცდილებაზე გააკეთა. შემადგენლობა ექსპერიმენტების გარეშე. შემადგენლობა ორი ვარსკვლავით (საბონისი, ვალანჩუნასი) და 10 მშრომელი პერსონაჟით. ორ ძლიერ და მთქმელ მაღალს 10 კომანდო დაეხმარება.

ლიტვის მთავარი მწვრთნელი დაინიუს ადომაიტისი ენდობა ხარისხს. ლიტვასთან ერთად H ჯგუფში მოხვდნენ სენეგალი, კანადა და ავსტრალია. საინტერესო ჯგუფი. ფავორიტები ლიტვა და ავსტრალია იქნებიან. კანადასაც საინტერესო ბიჭები ჰყავს.

კარგი ჯგუფია.