გაიცანით, ჯო ჯონსონი!

ჯო კარგი მოთამაშე იყო. რომელიც კარიერის პიკზე ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილედ აირჩიეს. 

ფილადელფია, კლიპერსი, მილუოკი, დენვერი და ნიუ ორლეანი ჯო ჯონსონით დაინტერესდნენ. 38 წლის ვეტერანი ახსოვთ. 38 წლის მსროლელი დაბრუნდება. და, ერთ-ერთი კლუბი უკეთესი, უფრო ფერადი და საინტერესო გახდება. თუნდაც, ამ ფორმაში, ჯო ძალაა.

მისტერ ჯონსონმა NBA-ს რეგულარულში ბოლოს, 2017/2018 წლების რეგულარულში ირბინა. იუტაში და ჰიუსტონში მისი საშუალო სტატისტიკა (55 შეხვედრაში) იყო 6.8 ქულა და 3.1 მოხსნა. ჯონსონი უმატებდა, სადაც მოსამატებელი იყო და ძირითადად, ისვენებდა. კარგი ვეტერანი.

რამდენიმე დღის წინ ჯონსონი ვეტერანების BIG3 ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ბოლო სეზონში ჯომ დაგლიჯა, დააგროვა ყველაზე მეტი შედეგიანი გადაცემა, იყო საინტერესო და მოტივირებული. ჯონსონი შევიდა ლიგის ლიდერებში ჩაჭრებში და გახდა მესამე მომხსნელი.

ჯო კარგი მოთამაშე იყო. რომელიც კარიერის პიკზე ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილედ აირჩიეს. ჯო იგებდა თამაშებს. ჯო აგებდა სერიებს და ჯონსონი იყო ვარსკვლავი.

რომელიც ერთ-ერთ კლუბს აუცილებლად გააძლიერებს.

რომელიც მზად არის დაბრუნებისთვის. როგორც AC/DC - ახალი ალბომით.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.