მაიკლ ჯორდანი, ლებრონ ჯეიმსი, კევინ დიურანტი

ლეიკერსის ახალმა სახემ, მისტერ ჯეიმსმა მხოლოდ 32 მილიონი აიღო და ლებრონისთვის ეს უმნიშვნელო რეგრესია. მხოლოდ 2 მილიონით ნაკლები, ვიდრე - ერთი წლით ადრე. 

მისტერ კალათბურთი, მისტერ კალათბურთის შემდეგ ყველაზე შეუჩერებელი საკალათბურთო ტრანსფორმერი და ყველა დროის საუკეთესო შემტევი. მაგიური ტრიო. გენერაციული მოთამაშეები, რომლებიც ცვლიდნენ, ცვლიან პროცესებს და რომლებიც ქმნიან პროდუქტს. რომელიც იყიდება. და, მისტერ ჯორდანი, ლებრონი და კევინი ლიდერობენ სპორტული ფეხსაცმლის გაყიდვებში.

შარლოტის მფლობელმა, NBA-ს ექვსგზის ჩემპიონმა ჯორდანმა ბოლო 12 თვეში Jordan Brand-ით 130 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. სოლიდური, მანამდე დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, ოდნავ გაუმჯობესებული ციფრი.

ლეიკერსის ახალმა სახემ, მისტერ ჯეიმსმა მხოლოდ 32 მილიონი აიღო და ლებრონისთვის ეს უმნიშვნელო რეგრესია. მხოლოდ 2 მილიონით ნაკლები, ვიდრე - ერთი წლით ადრე. ფლეი ოფში გასვლით და სრული სეზონის ჩატარებით ეს სტატისტიკა გაუმჯობესდება.

ბრუკლინის ვარსკვლავი უმატებს. დიურანტის წინა მაჩვენებელი 28 მილიონი იყო და ბოლო 12 თვეში კევინმა 30 მილიონი შეკრა. სერიოზულია. დიურანტი ახალ კლუბში ერთ სეზონს გამოტოვებს, მაგრამ გაყიდვები მაინც გაიზრდება. კევინი მაგნიტია.

ბოლო ოთხ სეზონში ლებრონმა სპორტული ფეხსაცმლის გაყიდვით თითქმის 115 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამაზე მეტი ჯორდანს ერთ სეზონში აქვს.

მაიკლი პირველია. ყველაფერში, გუნდის მართვის გარდა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.