ლოპეტეგიმ ყოფილი შეგირდი მოინდომა

სევილია რეალის შემტევის გადაბირებას აპირებს

მარიანო დიასმა შესაძლოა რეალი დატოვოს. Marca-ს ინფორმაციით, მისით სევილიაა დაინტერესებული. მეტიც, ტრანსფერის ინიციატორი ხულიან ლოპეტეგია. მოგეხსენებათ, ესპანელი ერთი ხანობა რეალის თავკაცი იყო და დიასის პოტენციალი კარგად იცის.

 

რეალიდან წასვლაზე წესით თავად ფეხბურთელიც უნდა ფიქრობდეს. წინა სეზონში მარიანომ ბლანკოსის მაისურით მხოლოდ 22 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. გეტყვით იმასაც, რომ 26 წლის შემტევით ბორდოც  ინტერესდება.

 

რაც შეეხება სევილიას, ანდალუსიელებმა ლა ლიგის პირველ ტურში ესპანიოლს 2:0 მოუგეს, შემდეგ კი გრანადასთან 1:0 გაიმარჯვეს.