პიანიჩს რიგი დაუდგა

ბოსნიელის გაშვებაზე ტურინშიც ფიქრობენ 

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე, მირალემ პიანიჩმა შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს. იტალიური პრესის ცნობით, ბიანკონერის ნახევარმცველის გადაბირება პსჟ-ს და მიუნხენის ბაიერნს სურთ.

 

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ იუვე მეხუთე ნომრის გასხვისებას აპირებს. ცნობისთვის, იტალიური გრანდი ნახევარმცველს 80 მილიონ ევროდ აფასებს.

 

29 წლის ფეხბურთელი იუვენტუსში 2016 წლის ზაფხულში რომადან გადავიდა. წინა სეზონში მირალემმა 44 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.