ჰისაი ლა ლიგაში?

ნაპოლის ლიდერი მალე შესაძლოა ესპანეთში ვიხილოთ

ელსედ ჰისაის კარიერის ლა ლიგაში გაგრძელების ვარიანტი აქვს. ნაპოლის მცველთან ვალენსიას წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმომებენ. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ღამურები ალბანელის დაყოლიებას ცდილობენ და უახლოეს დღეებში ყველაფერი გაირკვევა. აღსანიშნავია, რომ ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ დიდია.

 

25 წლის ფეხბურთელი ნაპოლიში 2015 წლის ზაფხულში ემპოლიდან გადავიდა. იგი თავიდანვე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა და დღეს ნეაპოლელთა ერთ-ერთი ლიდერია. ცნობისთვის, ჰისაით უკვე დიდი ხანია, რაც ტოტენჰემიცაა დაინტერესებული

 

რაც შეეხება ვალენსიას, ლა ლიგის საწყის ორ ტურში ღამურებმა მხოლოდ 1 ქულა აიღეს. მარსელინიოს შეგირდებმა ჯერ სოსიედადთან ითამაშეს 1:1, შემდეგ სელტასთან 0:1 დამარცხდნენ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.