პეპი: ვიცი, ბოლოს ლიგის მიხედვით განგვსჯიან

პეპს ლიგის მოგებას სთხოვენ

გვარდიოლამ პრემიერლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო, თანაც ერთი სეზონი 100, მეორე კი 98 ქულით დაასრულა. რა თქმა უნდა, ინგლისში პირველობა კარგია, მაგრამ ახლა მისგან ყველა ევროპაში დომინაციას ელოდება. ამას თავად პეპიც შესანიშნავად აცნობიერებს

 

„ვიცი, ბოლოს იმის მიხედვით განგვსჯიან, ლიგას მოვიგებთ თუ ვერა. ისიც ვიცი, რომ ამ ტიტულის გარეშე სრულფასოვანი წარმატებით ვერ დავტკბებით.

 

ჩემგან პირველობას იმიტომ ელოდებიან, რომ ეს  ჩემი პროფილია. ბარსაში გამიმართლა და 4 წელიწადში ლიგა 2-ჯერ მოვიგე.

 

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ლიგის თამაშების წინ ძალიან ვნერვიულობთ და ბევრ შეცდომას ვუშვებთ. ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ამ დროს სულ გვინდა მოედანზე რამე განსაკუთრებული გავაკეთოთ.

 

გასაგებია რომ ჩემპიონთა ლიგა უმნიშვნელოვანესი ტურნირია, მაგრამ არ ვაპირებ მთელი სეზონი კონცენტრირებული მხოლოდ ამ ტურნირზე ვიყო. ეს უკვე კაზინოა და ფსონად ყველაფერს ვერ ჩამოვალ“, - თქვა გვარდიოლამ




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.