დასტინ პორიე: მინდა დავუმტკიცო მსოფლიოს, რომ საუკეთესო ვარ (+ ვიდეო)

პორიე ისტორიის გადაწერას შეეცდება..

 7 სექსტემბერს, აბუ-დაბიში, 30 წლის ამერიკელი მებრძოლი დასტინ პორიე, მის თანატოლ დაუმარცხებელ მსუბუქი წონის ჩემპიონ, რუს ხაბიბ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება. ხაბიბს 27 გამართული ბრძოლიდან 27-ივე მოგებული აქვს, მაგრამ პორიე ის ადამიანია, რომელსაც სჯერა, რომ ნურმაგომედოვის შეჩერება შეუძლია.

'ხაბიბმა წაგების გემო არ იცის, მაგრამ  მზად ვარ მას ეს გავაგებინო. თავდაუზოგავად ვვარჯიშობ, ვთვლი, რომ ხაბიბთან ჭიდაობა შემიძლია, ასევე შემიძლია ის ნოკაუტში ჩავაგდო. დაზუსტებით რთულია თქმა მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ საბოლოოდ მჯერა, რომ მას შევაჩერებ, ეს ყველაფერი დიდ რისკთანაა დაკავშირებული, საბედნიეროდ არანაირი შიში არ მაქვს და პირიქით ძალიან თავდაჯერებული ვარ, საერთოდ არ მადარდებს ის ფაქტები, რომ ხაბიბმმა ბევრი მეტოქე ნოკაუტში გაუშვა, არც მისი მახრჩობელა ილეთები მაშინებს, ვაპირებ  ხაბიბი თითოეულ რაუნდში დავაზიანო და საბოლოო გამარჯვება მე დამრჩეს. მე მაქვს შესაძლებლობა ისტორია გადავწერო და ის გავაკეთო რაც აქამდე არცერთ მებრძოლს არ გაუკეთებია, შანსი მაქვს მსოფლიოს ვაჩვენო, რომ საუკეთესო ვარ და ჩემპიონის ქამარს ღირსეულად ვიმსახურებ.'' განაცხადა დასტინ პორიემ.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.