ჩემპიონთა ლიგის ახალი ბურთი 

ჯგუფურ ეტაპზე გუნდები ახალი ბურთით ითამაშებენ 

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე სათამაშო ბურთი წარადგინა. 

 
ბურთი ტრადიციულად "ადიდასის" შექმნილია და მასზე შავი ხაზებით შემოსაზღვრული თეთრი ვარსკვლავებია დატანილი. ბურთის დანარჩენ ადგილებზე ლურჯი, შავი, ყვითელი და წითელი ფერების ნაზავია.


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 29 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე, მონაკოში დაიწყება. ამავე ცერემონიალზე ცნობილი გახდება სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის და თერთმეტეულის ვინაობა.

 

Photo: UEFA