პსჟ-მ ბარსას წინადადება უარყო

პარიზელები და დემბელე უარზე არიან

ბარსელონამ პსჟ-ს კიდევ ერთი წინადადებით მიმართა და კვლავაც უარი მიიღო. კატალონიელების  ოპტიმიზმი არ გამართლდა, პარიზელებმა 150 მილიონი, დემბელე და რაკიტიჩი იუარეს.

 

დემბელეს პსჟ-ში გადასვლა არ უნდა, თუმცა პრობლემა ამაში არ მდგომარეობს. ლეონარდომ ნეიმარში 220 მილიონი ევრო მოითხოვა, როგორც ეს 2 წლის წინ ფეხბურთელში თავად გადაიხადეს.

 

პარიზელები ფიქრობენ რომ ეს შეთანხმება სატრანსფერო ბაზრის დასრულებამდე (2 სექტემბრამდე) არ შედგება, ბრაზილიელსა და პსჟ-ს შორის ურთიერთობა კი დღეს შედარებით მოგვარებულია.